გაკვეთილის თემა
|
მათემატიკური ხელოვნება
|
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
საბაზო
საფეხური VIII კლასი
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ხელოვნება ისტ-ის გამოყენებით
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
26
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
Ø
გეომეტრიული
გარდაქმნების გამოყენების დაუფლება. გეომეტრიული წარმოდგენების უნარის
განვითარება
Ø
გეომეტრიული ცოდნის
პრაქტიკული გამოყენების ჩვევების გამომუშავება
Ø
შემოქმედებითი უნარის
გამომუშავება
Ø
სიმეტრიული ობიექტების აღმოჩენისა
და აღწერის უნარის განვითარება
მოსწავლეები შეძლებენ ფიგურათა სიმეტრიულობის
გამოყენებას რეალურ ვითარებაში, შეადარებენ კომპოზიციის სახეებს, შექმნიან კომპიუტერის
საშუალებით რაიმე კომპოზიციას გეომეტრიული სხეულების გამოყენებით, გაეცნობიან
მორის ეშერის შემოქმედებას, დაასახელებენ გარემომცველ სამყაროში გეომეტრიული
გარდაქმნის მაგალითებს, დაასაბუთებენ რომ პარალელური გადატანისას მანძილი ორ
წერტილს შორის არ იცვლება
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები
|
მოსწავლე იყენებს გეომეტრიულ გრდაქმნებს დ მათ კომპოზიციებს სიბრტყეზე ფიგურათა შორის მიმართების დსაბუთებისთვის მათVIII. 10
იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების
შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის
მოსაძებნად მათVIII. 9
მოსწავლე
იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის
გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.ს.გ.VIII.2.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული
ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს
მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით; ს.გ.VIII.12.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის (მინანქარი,
ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე ნიმუშის შესახებ და აცნობს
თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;ს.გ.VIII.12.
ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე
მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა,
ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.); მოიძიებს მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო
ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;ს.გ.VIII.8.
|
თანმიმდევრობა
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და
სვამს კითხვას- როგორ ფიქრობთ რა საერთო აქვს ხელოვნებას დ მათემატიკას?
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს
მათემატიკის და ხელოვნების მასწავლებლები მონაცვლეობით
ეკითხებიან მოსწავლეებს:
·
რა არის გეომეტრიული
გარდქმნა?
·
რა სახის
გეომეტრიულ გარდაქმნას იცნობთ?
·
რა არის კომპოზიცია?
·
რა სახის კომპოზიციებს
იცნობთ?
·
რა არის სიმეტრია?
·
რამდენი სახის სიმეტრია
იცით?
ეკრანზე ჩანს შესანიშნავი სიმეტრიული ნახატი და
გემანელი მათემატიკოსის- ჰერმან ვაილის გამონათქვამი სიმეტრიაზე
მიყვებიან სლაიდებს და აგრძელებენ კითხვების დასმას
·
რა არის პარალელური
გადატანა?
·
რას ნიშნავს რიტმული
კომპოზიცია?
·
დიაგონალური კომპოზიცია?
ეკრანზე ხედავენ ხელოვნების ნიმუშებს: ასახელებენ და
განასხვავებენ სხვადასხვა კომპოზიციის
სახეებს (სიმეტრიული, დიაგონალური, რიტმული)
·
რა არის ორნამენტი? სად იყენებენ მას?
v
ერთ-ერთი მოსწავლე ორნამენტზე წარმოადგენს საპრეზენტაციო
მასალას.
v
მეორე ჩუქურთმაზე-
ხუროთმოძღვრების ძეგლებზე.
v
მესამე მორის ეშერის შემოქმედებას გააცნობს კლასს.
ერთერთი
მოსწავლე კოორდინატთა მეთოდის გამოყენებით დაასაბუთებს, რომ პარალელური გადატანისას მანძილი ორ
წერტილს შორის არ იცვლება
მასწავლებელი გეოგებრა პროგრამის დახმარებით უჩვენებს
მოსწავლეებს პარალელური გადატანისა და სიმეტრიის საშუალებით როგორ უნდა შექმნან რაიმე
კომპოზიცია
ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა სამკაულები, სამოსი, არქიტექტურული ძეგლები, ჭურჭელი,მოზაიკის
ნიმუშები; საუბარი გაიმართება სიმეტრიულ
ობიექტებზე ჩვენს გარშემო.
გაიხსენებენ თუ როგორი მრავალკუთხედებითაა
შესაძლებელი სიბრტყის დაფარვა. ისაუბრებენ პარკეტზე
მასწავლებელი კლასს აძლევს დავალებას გამოიანგარიშონ
წესიერი ექვსკუთხედის და ხუთკუთხედის კუთხე და ნახაზის მიხედვით, გამოიანგარიშონ
რომბის მახვილი კუთხე
კომპიუტერის გამოყენებით მოსწავლეები თვითონ შექმნიან
რაიმე კომპოზიციას გეომეტრიული სხეულების გამოყენებით
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი,ფოტოაპარატი, ინტერნეტი, მარკერი,
პრეზენტაცია PowerPoint-ში. Geogebra-პროგრამა
ინფორმაციის წყარო: სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი
google.ge ვიკიპედია
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий